საკონსტიტუციო სარჩელებზე გადაწყვეტილება ისევ არ მიუღიათ | "მთავარის"ინფორმაციით, მომხსენებელი მოსამართლე თბილისშია

გამოქვეყნდა:

მიიღებს თუ არა წარმოებაში საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელებს ისევ უცნობია.

"მთავარის"ინფორმაციით, მომხსენებელი მოსამართლე ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში არ იმყოფება და ის თბილისშია წამოსული.

მოსარჩელეები იმ კენჭისყრის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ, რომელიც კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით ჩატარდა.  

თუ კოლეგია სარჩელებს წარმოებაში მიიღებს, საკონსტიტუციო სასამართლოს  საბოლოო გადაწყვეტილებამდე  პარლამენტს არ აქვს უფლება ცნოს  უფლებამოსილება, შესაბამისად განხილვის დასრულებამდე პარლამენტი ვერ შეიკრიბება.

პრეზიდენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 19 ნოემბერს შევიდა. არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.

პარალელურად, ანალოგიური შინაარსის სარჩელით საკონსტიტუციოს მე-10 მოწვევის პარლამენტის 30-ზე მეტმა დეპუტატმაც მიმართა. საკონსტიტუციოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას თქმით, სარჩელები გაერთიანდება.

აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციოს "სასამართლო მეგობრის" მოსაზრებით მიმართეს "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" და "საიამ"  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი