"ევროპულმა საქართველომ" რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა. პარტიის სახელით 31 ოქტომბრის არჩევნებში ირმა ნადირაშვილი იბრძოლებს.
პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ნადირაშვილის წარდგენისას თქვა, რომ "ვაჟკაცი ქალია" და ის გამოირჩევა უკომპრომისო ბრძოლით.
რუსთავი-გარდაბნის მაჯრიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ევროპული საქართველოდან" სიტყვით გამოსვლსას პარტიის გეგმაზე ისაუბრა.
ევროპულმა საქართველომ გადაწყვიტა, რომ მე აქ ვიბრძლო მაჯორიტარული მანდატისთვის, ამიტომ, მე აგადავწყვიტე, ამ ბრძოლაში ჩავება და რა თქმა უნდა, მე მინდა, რომ თქვენი იმედი მქონდეს, ყველასი. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომლითაც ვართ წარმოდგენილები. ეს გეგმა გულისხმობს, რომ ორჯერ უნდა გაიზარდოს პენსია, უნდა გაიზარდოს სოციალური დახმარება, დევნილთა შემწეობები, ჩვენ უნდა დავწიოთ აუცილებლად გადასახადები, მეტი ფული უნდა დარსჩეს ხალხს, ბიზნესს, რომ შევძლოთ ასი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, - ამბობს ირმა ნადირაშვილი.
ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ის პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.