მოვაშოროთ შავი ლაქა საქართველოს! არა რუსულ რეჟიმს! - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქციას ქართველი ემიგრანტები 1-ელ დეკემბერს ფლორენციაში აანონსებენ.
1 დეკემბერი, 13:00 სთ, ფლორენცია, სანტა მარია ნოველას მოედანი - შევიკრიბოთ და დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი თვითაღიარებული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ!
ჩვენ არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს. ის გააყალბეს!
- მოვითხოვოთ ხელახალი არჩევნები;
- მოვითხოვოთ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება;
- მოვითხოვოთ საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრების დასანქცირება;
- მოვითხოვოთ ყველა პოლიტიკოსის დასანქცირება, რომლებიც ემსახურებიან რუსულ რეჟიმს.
ჩვენ არ გვაქვს უფლება, მშვიდად ვისხდეთ, მაშინ როდესაც ქვეყანაში რუსეთიზაცია მიდის. წლიდან წლამდე, ნელ-ნელა ვუბრუნდებით საბჭოთა წარსულს.
- არა ღრუსულ ხელისუფლებას;
- არა თვითაღიარებულ პარლამენტს;
- არა გაყალბებულ არჩევნებს;
- არა პოლიტიკურ დაკავებებს.
გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ქართველ ხალხს, ქართველ სტუდენტებს და რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ქუჩაში დგანან და იცავენ ჩენს ქვეყანას!
გელოდებით, კვირას, 1 დეკემბერს, 13:00 საათზე, ფლორენცია, სანტა მარია ნოველას მოედანი, - ნათქვამია განცხადებაში.