ქუთაისში აქციის მონაწილეები პოლიციის განყოფილებისკენ მიდიან. ისინი ცოტა ხნის წინ, პოლიციელების მიერ, ძალადობრივად დაკავებული მიშიკო მუმლაძის გათავისუფლებას ითხოვენ.
"აქ დგას გაბრაზებული აჯანყებული ხალხი. არალეგიტიმურ ხელისუფლებას სახელმწიფოებრიობისთვის ძირგამომთხრელ განცხადებებს არ ვაპატიებთ. დააკავეს უკანონოდ ჩვენი თანამებრძოლი, სცემეს მიშიკო მუმლაძეს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ამყოფებენ მას. მივდივართ პირველ განყოფილებასთან, რათა მოვთხოვთ მისი გათავისუფლება" ამბობს აქციის მონაწილე
იხილეთ: