ხმაურია ამ წუთებში ქუთაისში - პოლიციამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე ძალის გამოყენებით დააკავა.

"მიშიკო დააკავეს სიმართლისთვის. ამ ქვეყანაში ყველას სიმართლისთვის აკავებენ... ამ ქვეყანაში არის მონობა", - ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები თვითაღიარებული პრემიერის, ირაკლი კობახიძის რუსულ განცხადებას აპროტესტებენ, რომელმაც თქვა: "მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი