პოლიციის მიერ, წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად, მოქალაქეები დაშავდნენ

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. დაშავებულ მოქალაქეებს პირველად დახმარებას ადგილზე მყოფ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებში უწევენ.

 შსს ამტკიცებს, რომ აქცია "გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს", რის გამოც პოლიციამ  "კანონით დადგენილ ღონისძიებებს" მიმართა და გამოიყენა სპეციალური საშუალება.

აქციაზე დაშავდა ტვ პირველის ოპერატორიც. 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი