"არ არსებობდა დაკავების კანონიერი საფუძველი" | ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ მუმლაძის პროცესი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 28 ნოემბერს, ქუთაისის "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებული, მიხეილ მუმლაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო აქტივისტს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება. 

მიხეილ მუმლაძის ადვოკატის ვალერი თევდორაძის განცხადებით, სასამართლოს მტკიცებულებები არ აქვს და აქტივისტის დაკავების კანონიერი საფუძველი არ არსებობდა. მისი თქმით, ის პროცესზე  მუმლაძის  ძალადობრივი მეთოდებით  დაკავების დამადასტურებელ მტკიცებულებებს წარადგენს და პროცესის გადადების შუამდგომლობას დააყენებს. 

"არ არსებობდა დაკავების კანონიერი საფუძველი. მის მიერ არ მომხდარა არანაირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, მითუმეტეს იმის, რაც საბოლოოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აისახა. მიხეილ მუმლაძის მიერ არ ყოფილა არანაირი სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისი დაკავების პროცესი, გადაწყვეტილების მიღების პროცესი ძალიან კარგად ჩანს და მეტიც, ტელევიზიის ლაივში იყო იმ პერიოდში, როცა ეს მოხდა, შესაბამისად ეს ბრალდება არის სრულიად უსაფუძვლო და უკანონო. შესაბამისად დავაყენებთ ამ შუამდგომლობებს. დავაყენებთ მტკიცებულებათა გამოთხოვის და წარმოდგენის შუამდგომლობებს," - განაცხადა მუმლაძის ადვოკატმა, ვალერი თევდორაძემ. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი