"პირველი არხის" ხელმძღვანელობა აქციის მონაწილეებს 20:00 საათზე პირდაპირ ეთერს დაპირდა

გამოქვეყნდა:

პირველი არხის ხელმძღვანელობა აქციის მონაწილეების ერთ მოთხოვნას დათანხმდა. ადგილზე შეკრებილებმა დაპირება მიიღეს რომ 20:00 საათისთვის დაიგეგმება ეთერი და მათ საშუალება ექნებათ ისაუბრონ.

შეგახსენებთ, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ტელევიზიის შენობასთან ხმაური იყო. ადამიანები, რომლებიც ე.წ. ხელისუფლების მხრიდან საგარეო კურსის შეცვლას აპროტესტებენ ხალხის ფულით დაფინანსებული ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას აპროტესტებდნენ. მათი მოთხოვნა იყო თინათინ ბერძენიშვილისა და ვასილ მაღლაფერიძის გადადგომაც

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი