პროტესტის ნიშნად, სამთავრობო "რუსთავი 2" თამარ ნუცუბიძემაც დატოვა

გამოქვეყნდა:

პროტესტის ნიშნად, სამთავრობო "რუსთავი 2" თამარ ნუცუბიძემაც დატოვა - ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

თითქმის ერთი წლის წინ, 14 დეკემბერს, ჩვენს ქვეყანას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ოცდახუთი წელია ჟურნალისტი ვარ. რა აღარ გამიშუქებია, კონფლიქტები, არჩევნები, მიტინგები, აქციები, მინისტერიალები და სამმიტები. ჩემს ცხოვრებაში ორ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე, ბრუსელიდან მე მოგიყევით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება და კანდიდატის სტატუსი. ამაზე საამაყო მე არაფერი მომიყოლია თქვენთვის! დღეს კი, არასდროს ისე შორს არ ვყოფილვართ ევროკავშირისგან როგორც ახლა! ათი წლის წინ, აქ ბრუსელში, სწორედ იმიტომ ჩამოვედი რომ, ჩემი ქვეყნის ევროინტეგრაცია გამეშუქებინა. გამომდინარე აქედან, თქვენი, მაყურებლის წინაშე ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას და ვტოვებ ტელეკომპანია რუსთავი 2. P.S. საქართველო მაინც გახდება ევროკავშირის წევრი. #შინჩემოსაქართველო Image removed.Image removed.Image removed.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 ნოემბერს, სამთავრობო "რუსთავი 2" ოთხმა ჟურნალისტმა დატოვა:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი