ლარი დოლართან 7 თეთრით, ევროსთან კი 6 თეთრით გაუფასურდა | ეროვნული ვალუტის ახალი კურსი

გამოქვეყნდა:

ლარი დოლართან მიმართებაში 7  თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1აშშ დოლარი 2.8478  ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 2.7794  ლარი იყო. ცვლილებამ 0.0684 ლარი შეადგინა

გაცილებით მაღალია დოლარის ფასი კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში.

ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 16:30 საათისთვის 2.8798 ლარი იყო.

ლარი 6 თეთრით გაუფასურდა ევროსთანაც. ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი კურსით ერთი ევრო 2.9967 ლარი ეღირება, ცვლილებამ 0.0619 ლარი შეადგინა. დღეს მოქმედი კურსით 1 ევრო 2.9348 ლარი ღირდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი