
ცხინვალის ციხეში თითქმის ორწლიანი ტყვეობის შემდეგ, რუსებს გადარჩენილი ყოფილი სამხედრო, მამუკა ჩხიკვაძე წუხელ აქციაზე უკვე ქართველმა სპეცრაზმელებმა დააკავეს. "მთავარი არხის" კამერამ დააფიქსირა, დაკავებისას როგორ აყენებდა საპოლიციო ძალების ათეულობით წარმომადგენელი მას სიტყვიერ შეურაცხყოფას.
მამუკა ჩხიკვაძეს 2022 წლის მაისში ოკუპირებული ცხინვალის "სასამართლომ" 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ცხინვალელი ადვოკატის მიერ განაჩენის გასაჩივრების საფუძველზე 2022 წლის აგვისტოში ჩხიკვაძეს 3 წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
მამუკა ჩხიკვაძე ოკუპანტების ტყვეობიდან 2023 წლის 25 აგვისტოს გათავისუფლდა.