არსებული ინფორმაციით, პროევროპულ აქციას "ხარებას" რაზმთან ერთად, შინჯიკაშვილის რაზმიც არბევს

გამოქვეყნდა:

არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პროევროპული აქციის მონაწილეებს ზვიად ხარაზაშვილის, იგივე "ხარებას" რაზმთან ერთად, გიორგი შინჯიკაშვილის რაზმიც არბევს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 16 ივნისს "შაბათის მთავარმა" გაარკვია, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი "ხარება" იგივე ზვიად ხარაზიშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მაშინდელი პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი სცემეს. კერძოდ, ხარებას სპეცრაზმსა და შინჯიკაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო, რა დროსაც მძიმე დაზიანებები მიიღო ხარებას მოადგილემ - სცემეს ხარებას დაჯგუფების წევრებსაც. 

მაშინ, "შაბათის მთავარმა" დაადგინა, რომ პირი ვინც ხარებას სცემა ე.წ. ტიტუშკების მეთაურია და თურქეთშია გაქცეული. კონფლიქტი სუფრაზე უთანხოებით დაიწყო, რომელიც დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

წყაროს ცნობით, დაპირისპირებული მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში "ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძეც იყო ჩართული. წყაროს თქმით, ის შინჯიკაშვილს ეუბნებოდა, დაბრუნებულიო თბილისში და გარანტიას აძლევდა, რომ ეს ყველაფერი დაპირისპირების გარეშე ჩაივლიდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი