1 ოქტომბრიდან 1-6 კლასებს ექნებათ არჩევანის უფლება, სწავლა დისტანციურად ურჩევნიათ, თუ საკლასო ოთახში - ჩხენკელი

გამოქვეყნდა:

უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ "თუ 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეთა მშობლებს სწავლება დისტანციურ რეჟიმში ურჩევნიათ, მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება".

შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრიდან 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. საუბარია თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის იმ სკოლებზე, სადაც სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

თუმცა, როგორც დღეს გახდა ცნობილი, ფიზიკურ დასწრებას სავალდებულო სახე არ ექნება და მოსწავლეებს შეეძლებათ, პროცესი დისტანციურად განაგრძონ. 

 

 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი