1 ოქტომბრიდან 1-6 კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან

გამოქვეყნდა:

1 ოქტომბრიდან 1-6 კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან. მთვარობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, საუბარია თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის იმ სკოლებზე, სადაც სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება ფოთსა და გორს, სწავლა ამ ქალაქბში საკლასო ოთახებში ყველა კლასის მოსწავლეებისთვის აღდგება - 1-დან 12-ის ჩათვლით.

შეზღუდვების მოხსნა არ ეხება აჭარის რეგიონს, სადაც დღეს კიდევ დამატებითი შეზღუდვები დააწესეს.

უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტები ისევ დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ განათლების მიღებას.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.  

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი