"ქვეყანაში 33 წლის განმავლობაში რაც შეიქმნა, დღეს ამ ყველაფრის ჩამოშლის საშიშროება დგას" | რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე

გამოქვეყნდა:

"დამოუკიდებლობის შემდეგ, რა ისტორიაც დაიწერა, ბევრი რამ მოხდა, მაგრამ დღეს რაც ხდება, მთელი საქართველოს მასშტაბით ამხელა პროტესტია, მგონი, არასდროს არ ყოფილა. ქვეყანაში 33 წლის განმავლობაში რაც შეიქმნა, დღეს ამ ყველაფრის ჩამოშლის საშიშროება დგას. ამას გამოსავალი აქვს ერთადერთი, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უნდა დადგეს სიმართლის მხარეს. უბრალოდ, ის კონფორმიზმი, რაც არსებობს, კომუნისტური აზროვნება უნდა ჩამოვირეცხოთ. ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ და თავისუფლებას უნდა შევეგუოთ. ჩვენ თავისუფლებისთვის, საკუთარი შვილების ბედნიერებისთვის ნაბიჯი უნდა გადავდგათ“

განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძემ BMG tv-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში"

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი