აქციაზე დაკავებულ რევაზ კიკნაძეს ოლიგარქის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქციის მონაწილე, რევაზ კიკნაძე ოლიგარქის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას სასამართლო ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობას ედავება.

რევაზ კიკნაძე პოლიციამ 6 დეკემბერს დააკავა. იმავე დღეს აქტივისტმა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ სთხოვდნენ ეთქვა ტყუილი, თითქოს ოპოზიციონერი ლიდერები აფინანსებდნენ და მათ დავალებებს ასრულებდა. რევაზ კიკნაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი