"მთხოვდნენ მეთქვა ტყუილი, რომ მაფინანსებდნენ და ვასრულებდი ჯაფარიძის, ხოშტარიას, გვარამიას დავალებებს. ვაცხადებ შიმშილობას" | პროტესტის დროს დაკავებული რევაზ კიკვაძე

გამოქვეყნდა:

ანტისამთავრობო პროტესტის დროს უკანონოდ დაკავებული რევაზ კიკნაძე იზოლატორიდან წერს, რომ სთხოვდნენ ეთქვა ტყუილი, თითქოს ოპოზიციონერი ლიდერები აფინანსებდნენ და მათ დავალებებს ასრულებდა.

მისი თქმით, შიმშილობას იწყებს.

"ამ წერილს ვწერ წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან. ვარ უკანონოდ დაკავებული. მთხოვდნენ მეთქვა ტყუილი და დამესახელებინა ადამიანები, ვითომდა ისინი მაფინანსებდნენ და მათ დავალებებს ვასრულებდი. მთხოვდნენ დამესახელებინა ჯაფარიძე, ხოშტარია, გვარამია და სხვა პირები. აღნიშნულს ვერანაირად ვერ დავასახელებდი, რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა. ვაცხადებ შიმშილობას. ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთად", - წერს კიკნაძე წერილში.

კიკნაძე დღეს, 6 დეკემბერს დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი