საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 966 მილიონი აშშ დოლარი იყო. 2023 წლის იგივე პერიოდში კი 1.7 მილიარდი, კლება 40%-ია.
bm.ge-ის მიერ დამუშავებული მონაცემების თანახმად, ინვესტიციების კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ნიდერლანდებიდან შემომავალი საინვესტიციო ნაკადების 70%-ით შემცირებამ წინა წლის 9 თვესთან შედარებით. ასევე 50%-ით შემცირდა ინვესტიციები აშშ-დან, 19%-ით თურქეთიდან.
შემცირებულია ინვესტიციები სექტორების მიხედვითაც. 2024 წლის 9 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად ინვესტიციები შემცირდა მშენებლობის სექტორში -94%, ინფორმაციებისა და კომუნიკაციების სექტორში -68% და ვაჭრობის სექტორში -54%.