პროტესტი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში | ახალგაზრდები დეკანისა და 4 სტუდენტის გათავისუფლებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა, უნივერსიტეტის ფოიეში დაკავებული დეკანისა და სტუდენტების სოლიდარობის აქცია გამართა. ახალგაზრდები ამბობენ, რომ პროფესორი მამუკა ჯორბენაძე პოლიტიკური ნიშნით დაიჭირეს. 

მათივე თქმით, თეა ცაგურია ის ლექტორია, რომელიც აქციების მონაწილე სტუდენტებს შეურაცხყოფას ხშირად აყენებს და ასე მოხდა 3 დეკემბერსაც, როდესაც ის პლაკატების გაკვრის გამო სტუდენტებს ეჩხუბა, რასაც პროცესების შემდგომი განვითარება მოჰყვა. 

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. მამუკა ჯორბენაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. დაკავებამდე მას სწორედ სწორედ  თეა ცაგურიას ქმარი დაემუქრა და ფიზიკურად გაუსწორდა. მუქარის ამსახველი შეტყობინების სქრინი სტუდენტებმა დღეს გაასაჯაროვეს. ახალგაზრდების თქმით, ცაგურიას ქმარი ირაკლი დევაძე, თანამდებობის პირია.

დღეს სტუდენტებმა და ლექტორებმა მოსამართლის სახელზე მიმართვაც გააკეთეს და დაკავებულების  გათავისუფლება მოითხოვეს.

დაკავებული დეკანისა და სტუდენტებისთვის ბარლი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი