"ურეკავს ივანიშვილს, რაც ნიშნავს, რომ აღიარებს იმას, რომ ამ ქვეყანაში რეალურად მართავს სიტუაციას ივანიშვილი, რომელიც არის რუსი ოლიგარქი. მაგას აღიარებს სინამდვილეში მაკრონი, რომ ესმის, რომ ძალაუფლება ამ ადამიანის ხელშია. თქვენი აზრით რაზე დაურეკა, როგორ ხარ? ხომ კარგად ხარო? ახალი წელი მიულოცა? ჩემი შეფასება არის რომ ბოლო გაფრთხილება გაუკეთა. აუხსნა, რომ დაერხევა, თუ გააგრძელებს ისე მოქცევას, როგორც ახლა იქცევა. სხვა შეფასება მანდ შეუძლებელია არსებობდეს. შობის მისალოცად ხომ არ დაურეკა? შემიძლია ვარაუდი გამოვთქვა, საუბარი იყო იმაზე, ის რაც ხდება ქვეყანაში, დემოკრატიული უკუსვლა მიუღებელია საფრანგეთისთვის და თუ ეს ასე გაგრძელდება, საფრანგეთი გარკვეულ ზომებს მიიღებს და შეიძლება ლიდერის როლიც ითამაშოს, ამ ზომების მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირში"
განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ემანუელ მაკრონსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.