"მაკრონმა შექმნილი ვითარების გამო წუხილი გამოთქვა" | ოლიგარქი ივანიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ესაუბრა - დიალოგის ინიციატორი ფრანგი ლიდერი იყო. ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს.

"ემანუელ მაკრონმა საქართველოში შექმნილი ვითარების გამო წუხილი გამოთქვა და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა", - წერია ინფორმაციაში.

ოლიგარქის პარტიის ცნობით, საუბარი ერთ საათს გაგრძელდა. განცხადების თანახმად, მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის კომენტარი აღნიშნულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ჯერ არ გავრცელებულა.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი