მერიის თანამშრომელმა, რომელიც "ოცნების" ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ხელმოწერით ემიჯნებოდა, თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნდა:

მერიის თანამშრომელმა, მარიამ გოგიაშვილმა, რომელიც "ქართული ოცნების" ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ხელმოწერით ემიჯნებოდა, თანამდებობა დატოვა. გოგიაშვილი ერთ-ერთია მერიის იმ თანამშრომლებს შორის, რომელმაც ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერა.

თანამდებობის დატოვების შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს, თუმცა აღნიშნავს, რომ "მისი ამბავი პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენონ".

"ძალიან ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გიზიარებთ არც თუ ისე მოულოდნელ ამბავს. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის აქ მუშაობა, ბევრი რამ ვისწავლე, ვაკეთე და მიხარია რომ თბილისის ქუჩების რეაბილიტაციის ნაწილში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი. თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული. ასე და ამგვარად, ღია ვარ საინტერესო შემოთავაზებებისთვის, როგორც საგზაო პროექტების ინჟინერია / დაგეგმარების, ისე დიზაინისა და ილუსტრირების მიმართულებით. გთხოვთ, ჩემს ამბავს ნუ გამოიყენებთ თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის", - წერს გოგიაშვილი.
 

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია კიდევ ერთმა თანამშრომელმა, მარიამ კვერნაძემაც დატოვა. სამსახურიდან წასვლას ის "ოჯახურ მდგომარეობას" უკავშირებს.

 

"მეგობრებო, სამწუხაროდ, მომიწია თანამდებობის დატოვება პირადი მიზეზით, რომელიც გამომდინარეობს ჩემივე ოჯახური მდგომარეობიდან და რომელიც არ იყო ცნობილი მაშინ, როდესაც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვინიშნებოდი. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს არც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და არც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების რაიმე გადაწყვეტილებასთან ან მითითებასთან...", - წერს კვერნაძე.

1 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიის 200-ზე მეტი თანამშრომელი არალეგიტიმური ხელისუფლების გადაწყვეტილებას ემიჯნებოდნენ

მოგვიანებით, თანამშრომლების პროტესტს კახა კალაძე გამოეხმაურა და მათ გათავსუფლებით დაემუქრა. კალაძემ თანამშრომლების განცხადებას "თვითლუსტრაცია" უწოდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი