თბილისის მერი, კახა კალაძე მერიის თანამშრომლებს, რომლებმაც არალეგიტიმური ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს, გათავისუფლებით ემუქრება.
კალაძემ თანამშრომლების განცხადებას "თვითლუსტრაცია" უწოდა.
"ჩემთვის ესეც გასაგებია. ჩვენ წინა კვირას, მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია. ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს. ეს ადამიანები ირჩევენ ამ გზას. ეს მათი გადასაწყვეტია. ამას ველოდებოდი კიდეც, გულწრფელად გითხრათ, იმიტომ, რომ რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, ბევრი ცვლილება და გადაადგილება იგეგმება. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა“, - ამბობს ის.
თბილისის მერიის 200-ზე მეტი თანამშრომელი ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას გაემიჯნა. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა.