"დინამო" ფარერის კუნძულების კლუბთან 6:1-ით წაგების გამო ბოდიშს იხდის

გამოქვეყნდა:

საფეხბურთო კლუბი "დონამო თბილისი" უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო მატჩში ფარერების კუნძულების კლუბ "კლაკსვიკსთან" წაგებას ეხმაურება და გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის. ამ თემაზე კლუბმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.

ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია, - წერია კლუბის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს კლუბს მაღალკვალიფიციური მენეჯერები მართავენ. შეგახსენებთ, რომ ზემოთაღნიშნული შეხვედრა ანგარიშით 6:1 დასრულდა. "დინამოდან" ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე პერნამბუკუმ გაიტანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი