ცნობილია, "ქართული ოცნების" იმ მაღალჩინოსნების, ასევე ოლიგარქის პარტიასთან დაახლოებული პირებისა და მოსამართლეების ვინაობა, ვინც ლიეტუვამ დაასანქცირა. სულ სანქცირებულთა სიაში 17 ადამიანია.
ესენი არიან: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი, ირაკლი რუხაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე, ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, შალვა თადუმაძე, POSTV-ის მფლობელი, ვიქტორ ჯაფარიძე, „ქართული ოცნების“ წევრი, დიტო სამხარაძე, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის იდეოლოგი, გოგა ხაინდრავა, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, ირაკლი კობახიძის მამა, იდეოლოგი გიორგი კობახიძე, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და "ქართული ოცნების" წევრი, ზვიად შალამბერიძე, „ქართული ოცნების“ წევრი, თეა წულუკიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე და კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაური.
სანქცირებულთა სიას Civil.ge ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 15 დეკემბერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ X-ზე დაწერა, რომ არალეგიტიმური მთავრობის კიდევ 14 წევრს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, სანქციები დაუწესეს.