ესტონეთმა არალეგიტიმური მთავრობის კიდევ 14 პირს, მათ შორის კობახიძეს, სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

ესტონეთმა არალეგიტიმური მთავრობის კიდევ 14 წევრს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას X-ზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.

"ესტონეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების კიდევ 14 წევრს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კობახიძეს. საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა არის კრიმინალური და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და ქმედებებისკენ", - წერს მინისტრი.

2 დეკემბერს ივანიშვილს, გომელაურსა და შსს-ს მაღალჩინოსნებს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სავიზო სანქციები დაუწესა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი