ესტონეთის მიერ, სანქცირებულია რეჟიმის 6 მოსამართლე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ესტონეთმა დაასანქცირა მოსამართლეები, რომლებიც დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევით განიხილავენ და მეტისმეტად მკაცრი სანქციების გამოყენებით აქციის მონაწილეების სამაგალითოდ დასჯის დაკვეთას ასრულებენ - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" სანქცირებულ მოსამართლეებს ასაჯაროებს.

ესენი არიან: კობა ჩაგუნავა, ლელა მილდენბერგერი, ლელა ცაგარეიშვილი, ზვიად ცეკვავა, ნინო ენუქიძე, მანუჩარ ცაცუა. 

შეგახსენებთ, 15 დეკემბერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ X-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ოცნების" არალეგიტიმური მთავრობის კიდევ 14 წევრს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, სანქციები დაუწესეს.

იხილეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი