ცნობილია იმ 14 პირის ვინაობა, ვისაც ესტონეთმა სანქციები დაუწესა. სიაში არიან "ქართული ოცნების" ლიდერები და მოსამართლეები.
ესტონეთმა დაასანქცირა:
- კობა ჩაგუნავა, მოსამართლე;
- გიორგი გაბიტაშვილი, პროკურორი;
- ნინო ენუქიძე, მოსამართლე;
- კახა კალაძე, თბილისის მერი;
- კოკა კაციტაძე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი;
- ირაკლი კობახიძე, არალეგიტიმური პრემიერმინიტრი;
- გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;
- მამუკა მდინარაძე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი;
- ლელა მილდენბერგი, მოსამართლე;
- დიმიტრი სამხარაძე, არალეგიტიმური პარლამენტის წევრი;
- ლელა ცაგარეიშვილი, მოსამართლე;
- მანუჩარ ცაცუა, მოსამართლე;
- ზვიად ცეკვავა, მოსამართლე;
- თეა წულუკიანი, არალეგიტიმური პარლამენტის წევრი.
გუშინ, 15 დეკემბერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ X-ზე დაწერა, რომ არალეგიტიმური მთავრობის კიდევ 14 წევრს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, სანქციები დაუწესეს.