ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია, დაშავებული არავინ არაა - საგანგებო

გამოქვეყნდა:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია და დაშავებული არავინ არაა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხის სასაწყობე ფართს გაუჩნდა და შემდეგ მაღაზიებზე გავრცელდა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, ადგილზე 16 სახანძრო ცისტერნა და ჯგუფი მუშაობდა. დაშავებული არავინ არ არის, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, - თქვა ოთარ კერესელიძემ.

კერესელიძის განცხადებით, დაახლოებით 800 კვადრატული მეტრის ფართობია დამწვარი. ამ დროისთვის საგანგებო სამსახურის ჯგუფები და საპატრულო პოლიცია ადგილზე მუშაობას აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ელიავას ბაზრობაზე ხანძარი 29 სექტემბერს, დაახლოებით ღამის 4 საათისთვის გაჩნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი