ბიზნესმენ ავთანდილ კუჭავას სასამართლო პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კერძოდ - ესტონეთის, აშშ-ისა და ნიდერლანდების საელჩოს წარმომადგენლები
ესწრებიან. კუჭავა 30 ნოემბერს, აქციაზე დააკავეს. საპოლიციო ძალები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კუჭავა სასამართლო სხდომას ვერ ესწრება. საპოლიციო ძალების მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად, მას ტვინის შერყევა და მოტეხილობები აქვს. მიდი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ დაკავების შემდეგ, პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ავთანდილ კუჭავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ცნობისთვის, დიპლომატები სასამართლოში გუშინაც იმყოფებოდნენ. ისინი გდდ-ის მიერ ნაცემი მოქალაქის, დავით გოგილაშვილის სასამართლოს ესწრებოდნენ.
განახლება: კუჭავას სასამართლო პროცესი 15 იანვრამდე გადაიდო.