საქალაქო სასამართლოში 30 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებული დავით გოგილაშვილის სასამართლო პროცესი იწყება. მას სპეცრაზმის თანამშრომლები განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ, რის გამოც საჭირო გახდა სამედიცინო დახმარება. თუმცა, გოგილაშვილი საავადმყოფოში მხოლოდ 9 საათის შემდეგ გადაიყვანეს. მას ტვინის შერყევა და სახის არეში მოტეხილობები აქვს. საჭირო გახდა რამდენიმე ოპერაციის გაკეთება.
განხილვას საქალაქო სასამართლოში ესწრებიან 6 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლები. მათ შორის, ესტონეთის, ბრიტანეთის, ნიდერლანდების, დანიის წარმომადგენლები. საქალაქოში იმყოფება ასევე ევროკავშირის წარმომადგენელიც.
გოგილაშვილს პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ავტორი: მარიამ ელიბაშვილი