პარაგვაის საფეხბურთო გუნდის პრეზიდენტს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯა

გამოქვეყნდა:

პარაგვაის ყველაზე წარმატებული საფეხბურთო გუნდის "ოლიმპია ასუნსიონის" პრეზიდენტი, 41 წლის მარკო ტროვატო ფეხბურთიდან სამუდამოთ მოკვეთეს - ამის შესახებ FIFA-ს  განცხადებაშია ნათქვამი.

ტროვატოს საფეხბურთო მატჩებით მანიპულაცია ედება ბრალადსაეჭვო თამაშები 2018-2019 წლებში ჩატარდა, მაგრამ ჯერჯერობით არ სახელდება კონკრეტულად რომელი მატჩები იყო ეს. ტროვატო 100 ათასი შვეიცარული ფრანკითაც დაჯარიმდა (107 000 $).

პარაგვაული "ოლიმპია ასუნსიონი" ქვეყნის ჩემპიონატის 44 გზის გამარჯვებულია, "ოლიმპია" არამარტო შიდა ჩემპიონტშია წარმატებული გუნდი, მას ასევე სამჯერ აქვს მონაგები სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული კლუბური ტურნირი "ლიბერტატორესის თასი" (საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგის ანალოგი სამხრეთ ამერიკაში). 

შეგახსენებთ, დისკვალიფიცირებული მარკო ტროვატო "ოლიმპია ასუნსიონის" პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი