"4-5 კვირა დიდი დროა. ამ დროში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ამ ადმინისტრაციას კვლავ საკმარისი სივრცე აქვს დარჩენილი. საბოლოოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ და სოლიდარულნი ვართ ქართველი ხალხის და მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აქამდეც თქვა, ვამზადებთ დამატებით სანქციებს იმისთვის, რომ პასუხი აგონ პირებმა, რომლებიც ჩვენი შეხედულებით, საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან."
"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დარჩენილ დროშიც "ბევრი რამ შეიძლება მოხდეს".