„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი - მკაფიო განცხადება იყო მისი მხრიდან, რომ არანაირი ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით ის აქ არ არის და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ვერანაირი თვითმარქვია რეჟიმის ლეგიტიმაციას" - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროსაბჭოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ. როგორც ვაშაძე ამბობს, ალენ ბერსე არ აპირებს არც ყაველაშვილთან შეხვედრას და ისიც კარგად იცის, რომ მის ვიზიტს "ოცნების" რეჟიმი პროპაგანდისთვის იყენებს:
"ის არ აპირებს შეხვდეს ყაველაშვილს, ეს მორიგი სიყალბე, რომელიც გაავრცელა პროპაგანადისტულმა მედიამ. ძალიან კარგად იცის, რომ მისი ამ ვიზიტის გამოყენება ხდება სიყალბისთვის თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან.
აუცილებლად, ჩვენი ინფორმაციით, ჩამოვა წამების კომიტეტი, რომელიც დამატებით შეისწავლის იმ ბრუტალური წამების ფაქტებს, რომელიც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“
კონკრეტული საქმეებითაც იყო დაინტერესება, ასევე წამების. მათ შორის, ჩემზე თავდასხმის.
სრულად ინფორმირებულია ყველა სიტუაციაზე, რაც საქართველოშია და ვფიქრობ, მომავალ წელს, ძალიან ბევრი კონკრეტული ნაბიჯი იქნება მათი მხრიდანაც იმ ყველა ინსტიტუციის გამოყენებით, რომელიც საქართველოშია. " განაცხადა ვაშაძემ.
თბილისში მეორე დღეა ევროსაბჭოს დელეგაცია იმყოფება. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანი დღეს ინდივიდუალურ ფორმატში ოპოზიციის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო სექტორს ხვდება.
გუშინ კი ალენ ბერსე "ქართული ოცნების" ლიდერებს, არალეგიტიმურ პრემიერსა და ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.