საქართველოს ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზეა. ოლიგარქიული რეჟიმის ანტიდასავლური პოლიტიკისა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაცხადებული უარის შემდეგ პროცესები ელვისებური სისწრაფით ვითარდება.
"ოცნების" არალეგიტიმური ხელისუფლება არასანდო პარტნიორია დასავლური სამყაროსთვის და შესაბამისად ერთ დროს ქვეყნის პარტნიორი სახელმწიფოები ერთმანეთის მიყოლებით უარს აცხადებენ ივანიშვილის კლანთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობაზე.
შეჩერებული ინვესტიციები, გაჩერებული ტურიზმი, ცარიელი სასტუმროები და რესტორნები - საქართველოს ეკონომიკამ სწრაფი უკუსვლა დაიწყო. უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა საბანკო სექტორი - "ოცნების" დასანქცირებულ ლიდერებთან თანამშრომლობის შემთხვევაში ქართული საბანკო სექტორი უდიდეს რეპუტაციულ დარტყმას მიიღებს - რაც ეკონომიკისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება.
უფრო ვრცლად იცილეთ ნინი ბალანჩივაძის სიუჟეტში.