ხანძარი ვაკეში - ჭავჭავაძის 33 ნომერში შენობის სახურავზე ცეცხლი გაჩნდა. ამ დროისათვის ადგილზე სახანძრო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობს. შენობის ქვეშ რამდენიმე კომერციული ფართია განთავსებული. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავებულის შესახებ ინფორმაცია არ შესულა.