"ქართველი "პრემიერმინისტრი" (ბრჭყალები გვახსენებს იმას, რომ [კობახიძე] ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგია) ემუქრება ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და წარმოიდგენს მას გისოსებს მიღმა. ჩვენ არ მივცემთ უფლებას მმართველი პარტიას ხელყოს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლება".
წერს ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო X-ზე.
დღეს, არალეგიტიმური პრემიერი, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაემუქრა. მან ბრიფინგის დროს თქვა: "ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ".