"ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ..." | არალეგიტიმური პრემიერის მუქარა

გამოქვეყნდა:

"ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" არალეგიტიმურმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა და საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაემუქრა.

"ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები. იმ შემთხვევაში. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი. რაც განვითარდა თავის დროზე მელიას დაკავების შემთხვევაში, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის რეზიდენციაში, ამ შემთხვევაში ესეც არის პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველას, ვინც მასთან ერთად იქნება, ასეთი სცენარის შემთხვევაში პრეზიდენტის რეზიდენციაში. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სხვა სცენარს ვვარაუდობ, მე მგონია, მას მაინც ეყოფა გონიერება, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომელიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას," - განაცხადა არალეგიტიმურმა პრემიერმინისტრმა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი