გამომდინარე იქიდან, რომ ცოტა დაძაბული ვითარებაა, გაისმა როგორც კრიტიკული აზრი, ასევე აზრი, რომელიც გააჩნია ბიზნესს. ჩემთვის არის [მნიშვნელოვანი] მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა, ქვეყნის განვითარება - განაცხადა არალეგიტიმურ პრემიერთან შეხვედრიდან გამოსულმა ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ.
მისი კომენტარის მიხედვით, საუბარი ზოგადი იყო:
"ჩვენ ზოგადად გვქონდა საუბარი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ბიზნესისა და სახელმწიფოს პოზიციონირებას შორის" - აღნიშნა ჩხაიძემ.