ეროვნულმა ბანკმა 43 მილიონი დოლარის ოქრო გაყიდა

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმური ხელისუფლების მტკიცების პარალელურად, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობაა, ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში 43 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო გაყიდა - ამის შესახებ თავად სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 

სებ-ში ამტკიცებენ, რომ გაყიდული ოქრო სავალუტო რეზერვებში არ შედიოდა. 

ეროვნულმა ბანკმა ოქროს შესყიდვები ჯერ კიდევ ზაფხულში გააქტიურა, თუმცა ის სავალუტო რეზერვებში არ შეიყვანა და ცალკე მდგომი სახით "სხვა აქტივებად" შეინახა. 

ოქროს შესყიდვის გააქტიურებას საეჭვოდ მიიჩნევენ ეკონომისტები, ამბობენ, რომ სებ-მა ბოლო დროს არარეალურად დიდი ოდენობის ოქრო იყიდა და მალევე გაყიდა, თუმცა ეს პროცესები გამჭვირვალე არ არის, ამიტომ არავინ იცის, ვისგან ან რატომ იყიდა, ან ვის მიჰყიდა დიდი ოდენობით ოქრო. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სებ-ი მსგავსი გადაწყვეტილებებით ოცნების პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი