"ძაღლი გაიტანა მანქანამ და საჯარიმოზე გვყავს გადაყვანილიო" | შსს-ს მიერ გატაცებული აუდიოაპარატურის სატვირთო და ექსპერიმენტი

გამოქვეყნდა:

სპეციალური აუდიო აპარატურა და ავტომობილი ოპოზიციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ორი დღის შემდეგ დაუბრუნა. ავტომობილი, რომლითაც ტექნიკა პრეზიდენტის გამოსვლისთვის გადაჰქონდათ, სანქცირებული ვახტანგ გომელაურის უწყებამ კვირას გაიტაცა. 

მის დაბრუნებაზე კი უწყება იმ მოტივით ამბობდა უარს, რომ თითქოს ავტომობილი ძაღლს დაეჯახა, მაშინ როცა ის ევაკუატორზე იყო განთავსებული. 

დაბრუნება კი სავარაუდოდ მას შემდეგ გადაწყდა, რაც შსს-მ შეიტყო, რომ "მთავარი არხი" რეპორტაჟს ამზადებდა და ერთგვარი ჟურნალისტური ექსპერიმენტი ჩაატარა.

"მთავარი" დაუკავშირდა შსს-ს იმ გამომძიებლებს, რომლებსაც ეს საქმე ჰქონდათ დაწერილი. შსს-ს წარმომადგენლებს სატვირთოს მძღოლად წარუდგინეს თავი და ჰკითხეს, რატომ არ უბრუნებდნენ მანქანას.

როგორც "დროას" წევრი შუშანა მაცაბერიძე ამბობს, პირველი ზარის შემთხვევაში გამომძიებლებმა თქვეს, რომ მანქანა ბავშვს შეეჯახა და ნივთმტკიცება იყო, მეორე ზარზე კი თავისივე ნათქვამი შეცვალეს და ამჯერად თქვეს, რომ ევაკუატორზე მდგარი მანქანა არა ბავშვს, არამედ ძაღლს შეეჯახა. 

 კითხვას, სად მოხდა ეს შემთხვევა და როგორაა ძაღლი, გამომძიებელმა პასუხი ვერ გასცა. 

შეგახსენებთ, 22 დეკემბერს ოლიგარქის პოლიციამ პრეზიდენტის მიმართვისთვის განკუთვნილი სცენა და აპარატურა გაიტაცა. მანქანის მძღოლი ოლიგარქის პოლიციამ გმირთა მოედანზე გააჩერა, მობილური ჩამოართვა და მისი მანქანა გაჩხრიკა. მანქანა კი საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი