ოლიგარქის პოლიციამ პრეზიდენტის მიმართვისთვის განკუთვნილი სცენა და აპარატურა გაიტაცა

გამოქვეყნდა:

სცენა, რომელიც პარლამენტის წინ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით მიმართვისთვის უნდა დამონტაჟებულიყო, ოლიგარქის პოლიციამ გაიტაცა. 

მანქანის მძღოლი ოლიგარქის პოლიციამ გმირთა მოედანზე გააჩერა, მობილური ჩამოართვა და მისი მანქანა გაჩხრიკა. ამ დროისთვის, მანქანა საჯარიმო სადგომზეა. რაც შეეხება მძღოლს, ის ამ დროისთვის გაათავისუფლეს. 

"გუშინ პრეზიდენტმა ბრიფინგზე დააანონსა, რომ აპირებდა ხალხისთვის მიმართვას და ცხადია გვიან, ვიფიქრეთ, რომ იმისთვის რომ ხალხმა გაიგონოს რას ლაპარაკობს პრეზიდენტი, პატარა სცენა და ხმის გამაძლიერებელი ამ ყველაფერს შეუწყობდა ხელს. ვაცნობეთ მერიას, მაგრამ მოგეხსენებათ შაბათ-კვირაა. მოვიდნენ ადამიანები, მეც მოვედი სცენას არ ადგმევინებდნენ, მქონდა მოლაპარაკებები პატრულთან, რომელიც თითქოს წარმატებით დასრულდა. როდესაც დავრეკეთ, რომ მოვიდეს მანქანა ჩამოდგეს, რომ დავიწყოთ კონსტრუქციის აწყობა ვეღარ დავუკავშირდით. 

დავუკავშირდით მძღოლს და ვიცით, რომ გამოვიდა მძღოლი იყო გმირთა მოედანზე ვიცით, რომ საცობი და შეფერხება იყო და მერე გაქრა. ამ ადამიანს ვეღარ ვუკავშირდებოდით, 40 წუთის განმავლობაში, უკვე ვიეჭვეთ, რომ ის დააკავეს. შემდეგ უკვე ამ ადამიანმა თვითონ დარეკა და მოგვიყვა, როგორ გააჩერა საპატრულო პოლიციამ ის, როგორ დაათვალიერეს მისი მანქანა და როგორ გადაიყვანეს საჯარიმოზე, დროებით ჩამოართვეს ტელეფონი მძღოლს, რომ ჩვენთვის დროულად არ მოეწოდებინა ინფორმაცია... ჩვენ მაინც შევეცდებით, სცენა თუ არ იქნება, გახმოვანების მოტანას მაინც შევეცდებით 21:00 საათამდე. კიდევ რომ დააპატიმრონ მანქანები მაინც გამოვა [სალომე ზურაბიშვილი] და მიმართავს ხალხს," - განაცხადა ბაია პატარაიამ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი