თურნავას საგამონაკლისო ბრძანება გლობალური მაგნიტსკის აქტის სანქციებს არ ეხება | რას აპირებს სებ-ი?

გამოქვეყნდა:

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას 2024 წლის 19 სექტემბრის საგამონაკლისო ბრძანება მაგნიტსკის აქტის სანქციებს არ ეხება, რადგანაც ბრძანება, რომელშიც ეს გამონაკლისი შევიდა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების რეჟიმს განსაზღვრავს.

შესაბამისად, საგამონაკლისო ბრძანება ეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც დასანქცირდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის დაწესებული სანქციების საერთაშორისო რეჟიმებით და არა სხვა სხვა სასანქციო ნორმებით, ისეთით როგორიცაა მათ შორის "გლობალური მაგნიტსკის აქტის" სანქციების პაკეტი. ასეთი კი, მხოლოდ ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. 

თუმცა, როგორც უკვე ვიცით, საქართველოში შეზღუდვები არც მას შეეხება რადგან ნათია თურნავამ მის დასაცავადაც შეძლო გამოეცა ბრძანება და ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე საქართველოს მოქალაქეებზე აკრძალვების დაწესება მიუღებლად მიიჩნია. 

საქართველოს ეროვნულ ბანკს არ გაუკეთებია არავითარი განცხადება მას შემდეგ, რაც აშშ-მა არალეგიტიმური შს მინისტრი ვახტანგ გომელაური "გლობალური მაგნიტსკის აქტის" სიაში შეიყვანა და მას ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესა, რაც შსს-ს მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის უკანონო გამოყენებას უკავშირდებოდა. აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა გდდ-ის უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძესაც. მარეგულირებელ ორგანოს შეკითხვით გამოცემა BM.ge-მ მიმართა, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი