"დღეს მოვიდა მინისტრის ბრძანება. შსს-ს რიგებიდან დათხოვნილი ვარ," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი გოგინაშვილი წერს და საპროტესტო აქციიდან ფოტოს აქვეყნებს.
"დღეს მოვიდა მინისტრის ბრძანება. შსს-ს რიგებიდან დათხოვნილი ვარ.
დავტოვე შსს-ს რიგები მაგრამ ვაგრძელებ სამშობლოს სამსახურში ყოფნას.
ვდგავარ იქ სადაც მეტად სჭირდება ჩემს ქვეყანას," - წერს გიორგი გოგინაშვილი.
გოგინაშვილმა 3 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სამსახურიდან წავიდა. ის 17 დეკემბერს გენერალურ ინსპექციაში გამოჰკითხეს.