შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გიორგი გოგინაშვილი წერს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პოსტს ტოვებს.
"30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ვმუშაობ პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორის პოზიციაზე. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პატაკით, გამანთავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოს შსს დან", - წერს ის.