"სინდისის ხმა საჯარო სამსახურში" | თბილისის მერიის წინ სოლიდარობის აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

"საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი" დღეს, 18:30 საათზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სხვა დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებთან და აქტივისტებთან ერთად, თბილისის მერიის წინ ორგანიზაციის თანათავმჯდომარის, გიგა სოფრომაძის სამსახურიდან გათავისუფლებას გააპროტესტებს.

საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი საჯარო სექტორში დასაქმებულებს  დაანონსებულ სოლიდარობის აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს:

"მოვუწოდებთ ყველა საჯარო მოსამსახურეს, რომელიც აცნობიერებს საჯარო სამსახურის წინაშე დამდგარ ახალ გამოწვევებს, მისი განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებსა და პოლიტიკური წმენდის დამკანონებელი რეპრესიული აქტის მოქმედების მასშტაბს, შემოუერთდეს სოლიდარობის აქციას და დაიცვას როგორც სხვების, ასევე საკუთარი უფლებები. ჩვენ ვიმსახურებთ მოგვეცეს საშუალება, ვიმუშაოთ ჯანსაღ, დეპოლიტიზირებულ საჯარო სამსახურში, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, მისი განუხრელი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის." ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის  შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორი გიგა სოფრომაძე, რომელიც "ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას აკრიტიკებდა, კალაძემ სამსახურიდან გაათავისუფლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი