მერიის თანამშრომელი, რომელიც "ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას აკრიტიკებდა, კალაძემ სამსახურიდან გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის თანამშრომელი გიგა სოფრომაძე, რომელიც ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის თანამდებობაზე მუშაობდა სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფრომაძე სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს და სამსახურიდან გათავისუფლების ცნობასა და მისი სამსახურის ხელმძღვანელის მიერ კახა კალაძისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს.

"სამსახურიდან გამათავისუფლეს.

8 წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი, აღარ ყოფილა საჭირო... არ ვიცი რა ვთქვა, არ ვიცი მეწყინოს თუ გავბრაზდე, მაგრამ კითხვები მაქვს...

რა უნდა მითხრან, რით უნდა დამემუქრონ, რამდენი უნდა გადამიხადონ, რომ არამც თუ ჩემს თანამშრომელზე, არამედ ვინმეზე რამე ზედმეტი დავწერო?!

თქვენს, მკადრებლების და მომწონებლების "ღირსებაზე" იყოს" - წერს გიგა სოფრომაძე.

გიგა სოფრომაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ხელი მოაწერა  თბილისის მერიის თანამშრომლების საერთო განცხადებას, სადაც წერია, რომ ხელმომწერები ემიჯნებიან საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი