წალენჯიხაში მოსახლეობის ნაწილმა საახალწლო ღონისძიებები გააპროტესტა | "ოცნებას" ტიტუშკები ჰყავდა მობილიზებული

გამოქვეყნდა:

ხმაური წალენჯიხაში -  მოსახლეობის ნაწილი საახალწლო კონცერტის ჩატარებას აპროტესტებს. მათი თქმით, იმ ფონზე რომ  ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ვითარებაა, ნაწამებია ასობით დემონსტრანტი, თავად მუნიციპალიტეტში ცოტა ხნის წინ  გარდაიცვალა მერი გიორგი ხარჩილავა, ასევე რუსეთთან ომში, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს რამდენიმე დღის წინ დაიღუპა კიდევ ერთი წალენჯიხელი - 46 წლის ჯაბა კვარაცხელია, ახლა რეგიონში არავის ეკონცერტება.

მას შემდეგ რაც სცენის აწყობა დაიწყო, მოსახლეობა  ადგილზე ნაცემი, დასახიჩრებული და ნაწამები ადამიანების ფოტოებით მივიდა. 

მოქალაქეები  ამ ფოტოების სცენის ფასადზე გაკვრას ცდილობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა ოცნების პარტაქტივთან და საკრებულოს წევრებთან.

"ოცნებამ" სავარაუდოდ, წინასწარ იცოდა მოსახლეობის განწყობა და მათთან დასაპირისპირებლად მათ მობილიზებული ყავდათ ტიტუშკები, მათ შორის, მოსახლეობის თქმით, ერთ ერთი იყო ვალერი სარია, მეტსახელად "გოჭი".

ტიტუშკები ადგილობრივებმა  წალენჯიხის საკრებულოს "ოცნების" დეპუტატებთან, დავით ბელქანიასა და ბესო ფარცვანიასთან ერთად დააფიქსირეს.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი