"მთავარი არხის" ინფორმაციით, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსმა, გიორგი მარგებაძემ, თანამდებობა დატოვა.
არსებული ინფორმაციით, მას მოსთხოვეს სამსახურიდან გაეთავისუფლებინა ის თანამშრომლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს განცხადებას და "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას გაემიჯნენ, მარგებაძემ კი უარი განაცხადა.
ასევე, წყაროს ინფორმაციით, მარგებაძის პოზიციაზე აწინაურებენ მამუკა მდინარაძის ცოლს - ნათია კუნჭულიას.