რა უნდა იცოდნენ ქალებმა დაკავების შემთხვევაში?

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ქალებისთვის ინფორმაციას ავრცელებს, რა უნდა იცოდნენ მათ, დაკავების შემთხვევაში:

თუ თქვენ დაგაკავეს და გადაგიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, უნდა იცოდეთ, რომ პირადი დათვალიერება :

  • ხდება იზოლირებულად და უნდა ჩაატაროს ქალმა;
  • ვიდეომეთვალყურეობის შესახებ უნდა იყოთ ინფორმირებული;
  • დაუშვებელია თქვენი სრული გაშიშვლება;
  • სხეულის ცალკეული ნაწილის დათვალიერება, მაგალითად, ან დაზიანების შემოწმება ვიდეოკამერის თვალთახედვის არეალში არ უნდა იყოს მოქცეული;
  • დროებითი მოთავსების იზოლატორში, ქალები უნდა განთავსდნენ კაცებისგან განცალკევებით;
  • ორსული ქალი უნდა განთავსდეს ცალკე; 
  • უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ დამატებით გენდერსპეციფიური ჰიგიენური საშუალებებით;

დროებითი მოთავსების იზოლატორში მოვსებულს უფლება აქვს მოითხოვოს ადვოკატთან, სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე [1481], სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე [199] დაკავშირება. 

ზარი უნდა უზრუნველყოს იზოლატორის ადმინისტრაციამ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს აქციებზე დაკავებული ქალების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე, სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურების მუქარაზე ისაუბრეს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი